ახალი ამბები
მეტადონის პროგრამის პაციენტებს 5 დღის ულუფის გატანა კვლავ აეკრძალათ
FaceBook
მეტადონითა და ბუპრენორფინით ჩანაცვლებითი პროგრამის პაციენტებს 5 დღის სამყოფი ოდენობის პრეპარატის ერთდროულად გატანა აეკრძალათ.
შესაბამისი ბრძანება, ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაამტკიცა და ის უკვე ძალაში შევიდა.

მატადონისა და ბუპრენორფინის პრეპარატების ხუთი დღის სამყოფის გატანა თავდაპირველად პანდემიის დასაწყისში 2020 წლის მარტს დაუშვეს, თუმცა ის რამდენჯერმე გაუქმდა.

გაუქმების შემდეგ ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციებმა ცვლილება უარყოფითად შეაფასეს, ამბობდნენ, რომ ყოველდღიურად დაწესებულებაში სიარული მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აგდებდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 24 201 კორონავოირუსის ახალი შემტხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების თქმით, დაფიქსირებული შემთხვევების 90% ომიკრონის შტამს უკავშირდება.


Print