ახალი ამბები
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისგან გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხის გზის მონაკვეთზე.
Print