ახალი ამბები
"მწვანე პასპორტი" უქმდება
FaceBook
სამი თვის შემდეგ, საქართველოში "მწვანე პასპორტი" უქმდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის წევრებმა საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

გიორგი ღიბრაძის თქმით, "მწვანე პასპორტი" მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლის დროს იქნება ქმედითი.

,,მწვანე პასპორტის კონცეფცია უქმდება, მისი აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევათა რაოდენობა და ეს სისტემა ქმედითი აღარაა.  იმ ხალხს, ვისაც საზღვარგარეთ გამგზავრება ესაჭიროება, მხოლოდ მათთვის იქნება სავალდებულო, ქვეყნის შიგნით საჭირო აღარ იქნება'',- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

"მწვანე პასპორტი" საქართველოში გასული წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა.


Print