ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ამომრჩევლებს ბოდიში მოუხადა
FaceBook
უმრავლესობის დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ამომრჩევლებს ბოდიში მოუხადა მიმდინარე წელს შეუსრულებელი სამუშაოებისთვის.


ქუთაისის საკრებულოს უმრვლეობის დეპუტატებმა ქალაქის მერის მიერ წარდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მოიწონეს და განმარტეს, რომ ბიუჯეტის პროექტი ხალხზე ორინტირებულია, რომელიც კანონით განსაზღვრულ ვადებში არის მიღებული.

საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან კახა დვალიშვილმა საკრებულოს სხდომაზე კოლეგები გააკრიტიკა:
"თუკი არ მოსწონთ ჩვენს მიერ მიღებული ბიუჯეტის პროექტი, შე მამაცხონებულო უკეთესი იდეა მომაწოდე და რაიცი რომ არ ვითვალიწინებ", - განაცხადა სხდომაზე კახა დავლიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ამომრჩევლებს ბოდიში მოუხადა მიმდინარე წელს შეუსრულებელი სამუშაოებისთვის. თუმცა, მომავალ წელს მათი შესრულების პირობა დადო.


Print