ახალი ამბები
ქუთაისში ავტომანქანების გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვნები დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, ავტომანქანების გაქურდვის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები 2007 - 2008 წლებში დაბადებული პირები არიან. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, 5 ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ'',
- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებული არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ. 

პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ავტომანქანების გაქურდვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print