ახალი ამბები
2020 წელს, სამინისტროებმა დანამატის სახით 248 800 000 ლარი გასცეს
FaceBook
პანდემიურ 2020 წელს, სამინისტროებმა დანამატის სახით 248 800 000 მლნ ლარი გასცეს.


კვლევა ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა გამოაქვეყნა.

ყველაზე მეტი დანამატი, 80 500 000 მლნ ლარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა.

დანარჩენი სამინისტროების მონაცემები ასეთია:

საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1 მლნ ლარი,

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 91 185 ლარი,

მთავრობის ადმინისტრაცია - 316 477 ლარი,

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 31 650 ლარი,

ფინანსთა სამინისტო -2 800 000 მლნ ლარი,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 103 782 ლარი,

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 57 176 ლარი,

იუსტიციის სამინისტრო - 5 200 000 მლნ ლარი,

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დასცვის სამინისტრო - 6 600 000 მლნ ლარი,

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 5 627 ლარი,

თავდაცვის სამინისტრო - 10 700 000 მლნ ლარი,

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1 500 000 მლნ ლარი,

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2020 წელს ჯერ კიდევ ერთ უწყებას წარმოადგენდა) - 929 671 ლარი.
Print