ახალი ამბები
ერთი გარდაცვლილი, 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში
FaceBook
აფეთქება მოხდა ტყიბულის შახტში, რის შედეგადაც ერთი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 8 დაშავებული.


შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოდან თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, პაციენტებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დამწვრობა აღენიშნებათ, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, დანარჩენების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.

ამ დროისთვის, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში უბედური შემთხვევა ბოლოს გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა, მაშინ ერთ-ერთ კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის ღია და დახურულ შახტებში სულ 36 ადამიანი დაიღუპა.



ამავე თემაზე:   

ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს

Print