ახალი ამბები
ქუთაისში აფთიაქი დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შეიარაღებული პირი შეიჭრა.


მძარცველმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფარმაცევტებს 300 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე აიყვანა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი და თანხა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print