ახალი ამბები
საქართველოში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42.4%
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ 2 710 914 აცრაა ჩატარებული.


აცრილთა 42.4% 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაა, ჯამში 1 219 428 ადამიანი.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 333 296 ადამიანი, ზრდასრული მოსახლეობის 46.4%.

ბუსტერ დოზით აცრილია 155 915 პირი.

რაც შეეხება მოზარდებს, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 898 ბავშვი, სრულად აცრილია -2 737 მოზარდი.

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 424, ხოლო სრულად - 10 840 მოზარდი.
Print
თეგები: #აცრა