ახალი ამბები
ქუთაისის სასაფლაოდან ბიუსტები მოიპარეს
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფალაოდან 4 ბიუსტი  მოიპარეს, ხოლო ორი  წასაღებად არის გამზადებული. 
შემთხვევა  გვიან ღამით მოხდა. 

ქუთაისში სულ 13 სასაფლაოა, რომლის მოვლა-პატრონობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "ქართულ ტრადიცები 2011-ს" ევალება. ორგანიზაციაში საფლავების გაქურდვის ფაქტებს ადასტურებენ.

"ჭირისუფლის ნებართვის გარეშე საფიჩხიის სასაფლაოს საოჯახო საფლავებიდან გატანილია 4 ბიუსტი, ხოლო ორი წასაღებად იყო გამზადებული. საქმეს იძიებს შსს-ს მე-2 განყოფილება. შპს ,,ქართული ტრადიციები 2011-ს“ დაცვის სამსახური არ ჰყავს. სასაფალოების ფართობი არის დიდი , ამავე დროს სასაფლაოებს აქვს რამდენიმე შესასვლელი ( მათ შორის რამდენიმე მოქალქეების მიერ თვითნებურად მოწყობილი ).

ღამის საათებში სასაფლაოების ტერიტორიებზე გადაადგილების კონტროლი, შეუძლებელია. ფაქტები არის სამწუხარო. მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ , რომ ანალოგიური ქმედება არის არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ არა აქვს არც მორალური გამართლება", - განმარტავენ "ქართული ტრადიციები 2011"-ში. 

გაქურდვის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

ქუთაისის სასაფლაოდან ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საფლავის ქვები და კონსტრუქციები ხშირად იკარგება.
Print