ახალი ამბები
"მკვდარი სულების არდადეგები" - პრემიერა კინო "საქართველოში"
FaceBook
29 იანვარს, კინოთეატრ „საქართველოში“  კეკო ჭელიძის დოკუმენტური ფილმის "მკვდარი სულების არდადეგები" პრემიერა გაიმართება.


წარსულში წარმატებული მუსიკოსი და ჯგუფ "წერილის" გიტარისტი ლევან სვანიძე, ასაკოვან დედასთან, ლამარასთან ერთად თბილისის პატარა ბინაში ცხოვრობს. ფილმი სწორედ ლევან სვანიძის ცხოვრებას ასახავს.

ფილმის რეჟისორი კეკო ჭელიძე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი და სცენარისტია. 2016 წელს მან კოტე კალანდაძესთან ერთად მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "ძაღლზე უკეთესი" გადაიღო, "მკვდარი სულების არდადეგები" კი მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

ფილმი 7 საათზე დაიწყება. ბილეთის ღირებულება 2 ლარია. 

ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან.

ფილმის ჩვენება ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.

ქუთაისში, ქალაქის მერიის, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის და კინოთეატრ " საქართველოს" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთელი წლის მანძილზე, ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება თანამედროვე ქართველი რეჟისორების ფილმების საპრემიერო ჩვენება.
Print