ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს  მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ბრეგაძე, საკრებულოს იმ დადგენილებას გაასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც ახალი ფრაქციის შექმნის უფლება არ მისცეს.

"დღეს უნდა გამოვითხოვოთ დოკუმენტები საკრებულოს იურიდიული კომისიიდან. ყველა საჭირო საკითხს გავივლით, საბუთებს მოვაგროვებთ და საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ იმ დადგენილებას, რომლის საფუძველზეც ახალი ფრაქციის შექმნაზე უარი გვეთქვა",
- ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

ქუთაისის საკრებულოში იმ ოპოზიციონერმა წევრებმა, რომლებიც ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" არ შედიან (ბესიკ ბრეგაძე, ანა კოხრეიძე, კობა გურული)  ახალი ფრაქციის "ერთობა ქუთაისისთვის " შექმნის მოთხოვნით საკრებულოს მიმართეს, თუმცა, მათ ამის უფლება არ მისცეს.   

უარის თქმის მიზეზად საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში განმარტეს, რომ კანონში შესული  ცვლილების თანახმად,  საკრებულოში ერთი პარტიით შესულ დეპუტატებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვთ. 

ქუთაისის  35 წევრიან  საკრებულოში ორი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და  "ქართული ოცნებაა" წარმოდგენილი. 









Print