ახალი ამბები
წყალტუბოში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დღნორისაში, ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქეს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

"სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი)'',- აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახერხი საამქრო ამ დროისთვის დალუქულია.

Print