ახალი ამბები
,,კოვიდპასპორტს მოუწევს რევიზია'' - თამარ გაბუნია
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მწვანე პასპორტს რევიზია მოუწევს, რადგან ომიკრონის ვირუსმა ბევრი რამ შეცვალა.


თამარ გაბუნიას თქმით, სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება.

,,მწვანე ბარათს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან, ზოგადად, სიტუაცია იცვლება. ომიკრონმა ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა, სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც სხვანაირი მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საკითხს დავუბრუნდებით და ანალიზიც გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. მთავარი არის ის, რომ რაც იქნება რეგულაცია, იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს იმგვარი, რომ ამან ხელი შეუწყოს დანერგვას, არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი და მთელი რიგი საკითხები, რაც თავიდანვე განაპირობებს ამა თუ იმ ინტერვენციის დისკრედიტაციას'',
- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მწვანე საშვის მოთხოვნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებისთვის.

საქართველოში პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
Print