ახალი ამბები
ქუთაისელი "ნაციონალი" - არ მაქვს მორალური უფლება მივიღო მონაწილეობა ბიუჯეტის დამტკიცებაში
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე-18 სარებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. თუმცა, საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ საკრებულოს სხდომა დემონსტრაციულად დატოვა.
უკლებამ საკრებულოს სხდომის დატოვებამდე განცხადება გააკეთა:

"ბიუჯეტს და სახელმწიფოს ქმნიან ღირსეული და თავისუფალი ადამიანები და ძალიან მტკივა გული, რაც ხდება ქუთაისის საკრებლოში. მაშინ  როცა, საკრებულოს დეპუტატი "პაგონებს" ახევს დაცვის პოლიციას, საკრებულოს წევრი ეჭვმიტანილია არასამთავრობო ორგანიზაციის ცემაში, მე არ  მაქვს მორალური უფლება, მონაწილოება მივირო მომავლი წლის ბიჯეტი დამტკიცების კენჭისყრაში, ვიდრე არ გაირკვევა ვინ არის დამნაშავე. ამის გამო მე დემონსტრაციულად ვტოვებ საკრებულოს სხდომას", -  განაცხადა საკრებულოს სხდომაზე   გია უკლებამ.

უმრავლესობის დეპუტატებმა კოლეგა დარბაზიდან ტაშით გააცილეს. ამ დროისთვის საკრებულოს სხდომას არც ერთი "ნაციონალი" დეპუტატი არ ესწრება.  



Print