ახალი ამბები
ქუთაისში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
FaceBook

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.


მერიაში ამბობენ, რომ მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს.

ბაგა - ბაღების გაერთიანების დირექტორის დავით წიტაიშვილის განმარტებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთი შენობა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხოლო მეორე - ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში აშენდება.

"ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში საერთოდ არ არის ბაღი, გარდა ამისა, როგორც მონაცემები აჩვენებს, ზოგადად, ავტოქარხნის დასახლებაში ბავშვების ყველაზე მაღალი დასწრებაა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება",- ამბობს დავით წიტაიშვილი.

ქალაქში 37 საბავშვო ბაღია, სადაც 8000 აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება რეაბილიტაციას,  გასულ წელს 11 ბაღს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, დანარჩენ ბაღებში მცირე მასშტაბის სამუშაოები ზაფხულში იგეგმება.

 

Print