ახალი ამბები
ნაქერალას უღელტეხილზე კვლავ შეზღუდვებია
FaceBook
თოვლის სახით უხვი ნალექის გამო, კვლავ შეზღუდვები მოქმედებს ნაქერალას უღელტეხილზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის ამ მონაკვეთზე კვლავ ნარჩუნდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის რეჟიმი. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print