ახალი ამბები
ინფიცირებული თანამშრომლები - ქუთაისის ერთ-ერთ ბაღში სწავლა შეწყდა
FaceBook
ქუთაისის N13 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი თანამშრომელთა კორონავირუსით ინფიცირების გამო შეწყდა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, დაწესებულებაში ყველა მზარეულს კოვიდ19 დაუდასტურდა.

,,მზარეულის გარეშე ბაღში სწავლა ვერ გაგრძელდებოდა, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია'',
- ამბობს დავით წიტაიშვილი.

ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის ბაღის თანამშრომელთა 40% ვაქცინირებულია, მისივე განმარტებით ორ კვირაში ერთხელ მათ კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე მზარეულებისათვის, სავალდებულოა.

Print