ახალი ამბები
Pfizer-მა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოცდა დაიწყო
FaceBook
Pfizer-მა უკვე დაიწყო ომიკრონის შტამის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოცდა.

პარალელურად, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექვს რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 21 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 47% ევროპის რეგიონში გამოვლინდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 17-23 იანვრის პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 4 215 852 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, 2 443 821 შემთხვევით, მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც დაინფიცირების 2 115 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ მოჰყვებიან იტალია და ბრაზილია. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსს ყველაზე მეტი, 10 795, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა რუსეთი, 4 792 გარდაცვლილით, მესამეზე ინდოეთი, სადაც გარდაცვალების 3 343 შემთხვევა დაფიქსირდა.

Print