ახალი ამბები
50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ბუსტერდოზაზე 100 ლარს მიიღებენ
FaceBook
50 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის, ვაქცინაციის წახალისების პროგრამა  ერთი თვით გრძელდება.


ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 50 წელს გადაცილებული პირები ფინანსურად წახალისდებიან.

"50 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, წახალისდებიან, თუმცა, ამ შემთხვევაში, 100 ლარის ოდენობით", - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გასული წლის 8 ნოემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. მთავრობა 200-ლარიან დანამატს 60 წელს გადაცილებულ პირებს აძლევდა. წამახალისებელ თანხას მხოლოდ ის ადამიანები იღებდნენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებოდნენ.
Print