ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
FaceBook
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, იმერეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მოძრაობა შეზღუდულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ასევე, ქუთაისი-ტყიბული- ამბროლაურის მონაკვეთზე.

ორივე შემთხვევაში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს


Print
თეგები: #შეზღუდვები