ახალი ამბები
ევრო 2023-ის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩების ნაწილი ქუთაისში გაიმართება
FaceBook
2023 წელს უეფას 21- წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა.


მატჩები სამ ქალაქში: ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.  

ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა, უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, ჯგუფური ეტაპის მატჩები, ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამი ქალაქის 4 სტადიონზე გაიმართება.

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
Print