ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პარლამენტს გადაეგზავნა
FaceBook
ცესკოს თავმჯდომარეობის ორ და წევრობის ოთხ კანდიდატს პარლამენტში მოუსმენენ.
სია ბიუროს უკვე გადაეგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე შესთავაზა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ ადგილზე კი - ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

კანდიდატებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, ამის შემდეგაც დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით აირჩევენ.

ცესკოს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით რომ დაინიშნოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ 6 თვით დაიკავებს.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე, გიორგი კალანდარიშვილმა თამარ ჟვანია გასული წლის 2 აგვისტოს შეცვალა.


Print