ახალი ამბები
ქუთაისში საბჭოთა გმირის ძეგლს არ აიღებენ - „საკითხი აქტუალური აღარ არის“
FaceBook
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ე.წ. ზასტავაზე არსებულ ვასილ კიკვიძის ძეგლს წელს არ აიღებენ. მერიაში განმარტავენ, რომ საბჭოთა გმირის ძეგლის დემონტაჟი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული და არც შესაბამისი თანხებია გამოყოფილი.

თანაც ძეგლის აღების საკითხი დღეს ასეთი აქტუალურიც არ არის, აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ძეგლის აღების შესახებ შარშან, საზოგადო მოღვაწეებთან გამართულ შეხვედრაზე დაანონსდა. მაშინ მერის მოადგილის ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით ძეგლის აღების ვალდებულებას კანონი "თავისუფლების ქარტია" განსაზღვრავს.
ეკა კუხალაშვილი

Print