ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების თქმით, 24 იანვარს დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-6 0 იქნება.

25-26 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი 7,8 მ/წმ სიჩქარით.

27-28 ინვარს, სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობსა და მაღალ მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

კვირის ბოლოს, 29-30 იანვარს ჰაერის ტემპერატურა 3-4 0 იქნება. 30 იანვრის ღამით შესაძლოა მოთოვოს.

Print