ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში სწავლა განახლდა
FaceBook
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ. მისივე თქმით, ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.

ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 29 დეკემბერს შეწყდა.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე მზარეულებისთვის, სავალდებულოა.
Print
თეგები: #ბაღი