ახალი ამბები
დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მოსახლეობას ანგარიშს ჩააბარებს
FaceBook
ანგარიშის ჩაბარება დღეს, 16:00 საათზე რესტორანში "თეთრი სახლი" (წერეთლის 165, ქუთაისი) მოხდება.


"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მოსახლოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშის ჩაბარება დღეს, 16:00 საათზე რესტორანში "თეთრი სახლი" (წერეთლის 165, ქუთაისი) მოხდება. სადაც საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრი დეპუტატები მოსახლეობისგან შეკითხვებსაც მოისმენენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართვეელობას პარტიის რეგიონული კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. პარტიის წარმომადგენლებმა კონფერენციის ჩასატარებლად ორი შენობა - მესხიშვილის თეატრი და სპორტის სასახლე შეარჩიეს. თუმცა, პარტიაში აცხადებდნენ რომ მერიამ ამის ნებართვა არ მისცა.

საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საჯარო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
Print