ახალი ამბები
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვა მოლაპარაკებით დასრულდა
FaceBook
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა გაფიცვა  დასრულდა.

,,სოლიდარობის ქსელის'' ინფორმაციით, სამინისტროსთან შეთანხმება შემდეგ საკითხებზე შედგა:


გადაწყდა, რომ ხელფასი მოიმატებს 40-60%-ით;

სოციალური მომსახურების აგენტები მიიღებენ დეკრეტულ შვებულებას, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;

გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;

სოციალური მოსახურების აგენტები და უფროსი სოციალური აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;

გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულება;

შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;

გაუმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი.


ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სოციალური აგენტი 17 იანვარს გაიფიცა. იმერეთში სამუშაოს შესრულებაზე უარს 35-მდე თანამშრომელი ამბობდა. ისინი ხელფასების 100 %-იან გაზრდას და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას ითხოვდნენ.



ფოტო:სოლიდარობის ქსელი
Print