ახალი ამბები
ქუთაისსა და საჩხერეში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ორი პირი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისსა და საჩხერეში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ორი პირი დააკავეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 32 საბრძოლო ვაზნა. ქუთაისში დაკავებული პირის სახლიდან კი ნივთმტკიცებად ამოღებულია "მაუზერის" მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს თბილისშიც.

ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print