ახალი ამბები
კორონავირუსის 22 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 199 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 041 749 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 956 627, გარდაიცვალა 14 673 პაციენტი.


დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან:თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა, აჭარა - 1 167, იმერეთი - 1 323, ქვემო ქართლი - 512, შიდა ქართლი - 475, გურია - 218, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი -366, მცხეთა-მთიანეთი - 203, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

სულ ჩატარდა 63 875 ტესტი.

ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 509 შემთხვევა , 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 14.32 %

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Print