ახალი ამბები
„ნატო არ შეჭრილა საქართველოსა და უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
FaceBook
სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ბერლინში საუბრობს.

სახელმწიფო მდივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ, ჟენევაში შეხვდება.

"რუსეთი ამბობს, რომ პრობლემა ნატოა. ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა
" - ეს განცხადება ენტონი ბლინკენმა, ბერლინში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.

"უკრაინა არ არის აქ აგრესორი. უკრაინა მხოლოდ გადარჩენას ცდილობს. არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი პროვოკაციას, ან რაიმე ინციდენტს მოაწყობს და შემდეგ ამას სამხედრო ინტერვენციის გამართლებად გამოიყენებს. იმ იმედით, რომ სანამ ამას მსოფლიო გააცნობიერებს, ძალიან გვიან იქნება. ბევრი სპეკულაცია გავრცელდა პრეზიდენტ პუტინის ჭეშმარიტ განზრახვებზე, მაგრამ ჩვენ გამოსაცნობი არაფერი გვაქვს. მან არაერთხელ გვითხრა. ის შეჭრის საფუძველს ქმნის, რადგან არ სწამს, რომ უკრაინა სუვერენული ერია" - აცხადებს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ, ასოციაცია "ატლანტიკურ ხიდში" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის დიპლომატიურ ძალისხმევას, მოლაპარაკებების გზით გადაჭრას რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი.


წყარო: VOA
Print