ახალი ამბები
"გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი" - აქცია ქუთაისში
FaceBook
სურსათზე გაზრდილი ფასები და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გააპროტესტეს ქუთაისის მერიის წინ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა.


" ქუთაისის მერს 5500 ლარი და სოციალურად დაუცველებს 60 ლარი"; "როდემდე?!"; "ბიძინა სად არის განახევრებული ტარიფები?!"- ამ შინაარსის პლაკატებით გამოვიდნენ დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები და სამოქალაქო აქტივისტები აქციაზე. მათი თქმით, უსამართლობაა, როცა ქალაქის მერი ხელფასს იზრდის, მოქალაქეები კი გაზრდილი ფასების პირობებში ოჯახების გამოკვებას ვეღარ ახერხებენ.

"მაშინ, როცა ამ შენობაში მსხდომმა ჩინოვნიკებმა ხელფასები გაიორმაგეს, ქუთაისში ხალხი შიმშილობს, კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან, მივიწყებული და მიტოვებულია ქალაქი. მთავრობა გამდიდრდა, ხალხი კი ისევ მოტყუებულია. მივმართავთ ქალაქის მერს და გუბერნატორს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად"
, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა შესაბამისი შინაარსის წერილი მხარის გუბერნატორს გაუგზავნა და რეაგირება მოითხოვა.
Print
თეგები: #აქცია