ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება
FaceBook
ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები  მუშაობას 24 იანვარს განაახლებენ.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

,,თუ რომელიმეს დაუდასტურდება ვირუსი, იმ ბაღში სასწავლო პროცესი არ განახლდება'', -
განმარტავს დავით წიტაიშვილი.

მისივე თქმით, თანამშრომლებთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.

ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 29 დეკემბერს შეწყდა.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე მზარეულებისათვის, სავალდებულოა.




Print
თეგები: #ბაღები