ახალი ამბები
კორონავირუსის 21 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 173 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან:

თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა - 851, იმერეთი - 861, ქვემო ქართლი - 351, შიდა ქართლი - 538, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.


Print