ახალი ამბები
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევების 60% ომიკრონია
FaceBook
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევების 60% ომიკრონის შტამია.

ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ომიკრონის შტამს სწრაფად გავრცელების უნარი ახასიათებს და კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი სწორედ მას უკავშირდება.

,,რეგიონებში ეს 40-დან 60%-მდე მერყეობს. თუ შევხედავთ სხვა ქვეყნის მაგალითებს, გამოჩენიდან დაახლოებით 8 კვირა მაინც დასჭირდა, სანამ თითქმის 100%-ით ჩაანაცვლა ომიკრონმა. ჩვენთან ეს იყო დაფიქსირებული, დაახლოებით, 20 დეკემბერს. ალბათ, იქამდეც ცირკულირებდა. მოკლედ იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ ნახევარში,  საქართველოში, დიდი ალბათობით, ომიკრონი იქნება ძირითადი ვარიანტი",- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 173 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.
Print