ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი იმერეთში კვირის განმავლობაში
FaceBook
იმერეთში არამდგრადი ამინდი 30 იანვრის ჩათვლით იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის დოდო გვაზავას თქმით, 21-22 იანვარს იქროლებს დასავლეთის ნელი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-30 იქნება.

23 იანვარს ქარის სიჩქარე დაიკლებს, თუმცა, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. სინოპტიკოსის თქმით, თოვლი 24 იანვარსაცაა მოსალოდნელი.

25 იანვარს ჰაერის ტემპერატურა 4 0- მდე მოიმატებს.

25-26-27 იანვარს, როგორც მთაში, ასევე დაბლობზე, მოსალოდნელია თოვლი.

28 იანვარს გამოიდარებს, თუმცა, მოსალოდნელია ყინვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 40 იქნება.

29-30 იანვარს მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა -20 - მდე დაიკლებს.
Print