ახალი ამბები
ინტენსიური თოვის გამო გზები ისევ ჩაკეტილია - ნახეთ, სად ვერ შეძლებთ გადაადგილებას
FaceBook
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოებრივ და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ასეთი ტიპის ტრანსპორტისთვის კვლავ ჩაკეტილია ნაქერალას უღელტეხილი.

მოძრაობა შეზღუდულია ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

შეზღუდვები მოქმედებს ალპანა-ცაგერისა და საჩხერე-ონის საავტომობილო გზებზე, ასევე, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე, სადაც ამავე გზის ბაღდათი - საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print