ახალი ამბები
სმენის პრობლემის მქონე პირებთან ექიმი ვალდებული იქნება გამჭვირვალე პირბადე გამოიყენოს
FaceBook
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოთხოვნის შედეგად, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირების მომსახურების გაწევისას, ექიმს გამჭვირვალე პირბადის გამოყენების ვალდებულება დაეკისრა.


ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ისინი პანდემიის დაწყების დღიდან ხვდებოდნენ სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, სამედიცინო სერვისებით სარგებლობის დროს, მსგავს სირთულეებს ხშირად ეჯახებოდნენ.

,,ხშირ შემთხვევაში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პაციენტები სმენის აპარატებისა და გამომუშავებული უნარების საშუალებით, ექიმის საუბარს იგებენ ტუჩების მოძრაობით, ხოლო სამედიცინო პერსონალის მიერ ნაჭრის სამედიცინო პირბადის სარგებლობის პირობებში, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით", - ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციამ ამ მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 27 იანვარს მიმართა. მოთხოვნის შემდეგ, სამინისტროს მიერ გამოცემულ დადგენილებას დაემატა ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ექიმი ვალდებულია სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებთან გამოიყენოს გამჭვირვალე პირბადე ან სახის ფარი.



ამავე თემაზე:

პირბადით დახშული კომუნიკაცია და დისტანცია სიბნელეში
Print