ახალი ამბები
კორონავირუსის 20 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 6 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 043 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 021 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 946 255, გარდაიცვალა 14 582 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა - 903, იმერეთი - 510, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print