ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს რომელ გზებზე ვერ შეძლებთ გადაადგილებას
FaceBook
დიდთოვლობის გამო, იმერეთის, ლენტეხისა და ლეჩხუმის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.

ლიპყინულის გამო,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. მოძრაობა შეზღუდულია ასევე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე (ნაქერალას უღელტეხილი).

ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილისა და ალპანა-ცაგერის გზაზე. 

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზეც.

მოძრაობა შეზღუდულია ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე, ხოლო ბაღდათი-საირმეს მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print