ახალი ამბები
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტი აღიარა
FaceBook
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტი აღიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, რომლის თანახმადაც, საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდპასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.

ამავე ინფორმაციით, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ კვლავ სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას ტესტირების ჩატარება და მხოლოდ კოვიდსერთიფიკატი არ რთავს ქვეყანაში შესვლის ნებას.
Print