ახალი ამბები
"ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ"
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ შვეიცარიული კვლევის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აცრა პაციენტს კორონავირუსის ახალ შტამით "ომიკრონით" სიკვდილისგან მნიშვნელოვნად იცავს.

"კვლევამ აჩვენა, რომ ორჯერ აცრა "ომიკრონის" შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო "ბუსტერი" 40-ჯერ მეტად იცავს.ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ. რაც შეეხება ტესტებს, ბევრი ჭორი გავრცელდა. პირველად რომ გამოჩნდა "დელტა", მაშინაც იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს. ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, მაშინვე გადავიდეთ თვითიზოლაციაში",- განაცხადა პაატა იმნაძემ.

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 632 527 აცრა. აქედან ბუსტერ დოზა გაიკეთა 118 480-მა ადამიანმა.

Print