ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტმა სერტიფიცირება გაიარა
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, აეროდრომის მიმართულებით სერტიფიცირება გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

"საქართველოში მოქმედი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტებიდან ქუთაისის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა", - ნათქვმია განცხადებაში. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის 2012 წელს გაიხსნა.
Print