ახალი ამბები
იმერეთში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 23,6%-ით გაიზარდა
FaceBook
ბოლო ერთ წელიწადში, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა საქართველოს ყველა რეგიონში გაიზარდა. 


2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს  ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ყველაზე მეტი მატება სამცხე -ჯავახეთში, ქვემო ქართლში და აჭარაშია. ყველაზე ნაკლები- რაჭა-ლეჩხუმი, ზემო და ქვემო სვანეთში. 

შემწეობის მიმღებთა ზრდის დინამიკა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: 

იმერეთი - 2021 წლის დეკემბერში სოციალურ დახმარებას იღებდა 83 563 ადამიანი, 2020 წლის დეკემბერში - 67 625, ანუ გაიზარდა 23,6%-ით.
მცხეთა-მთიანეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 18 763 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 15 987. ზრდა - 17,4%.

თბილისი - 2021წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 130 748 ადამიანი იღებდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 111 191. ზრდა - 17,6%.
გურია - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველად 27 604 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020-ის დეკემბერში - 22 006 პირი - გაიზარდა 25,4%-ით.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურ დახმარებას 14 636 ადამიანი იღებდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13 814 პირი. გაიზარდა 5,9%-ით.

კახეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 65 880 ადამიანი იყო, 2020 წლის დეკემბერში - 53 937. ზრდა - 22,1%.

სამეგრელო ზემო სვანეთი - 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 75 830 ადამიანი იღებდა, 2020 წლის დეკემბერში - 65 338 . გაიზარდა 16%-ით.

სამცხე-ჯავახეთი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი 19 393 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020 წლის დეკემბერში - 13 613 . ზრდამ 42,4% შეადგინა.

ქვემო ქართლი - 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 77 681 ადამიანით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 60 496 -ით. ზრდა 28,4%.

შიდა ქართლი - გასული წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველის სტატუსი 58 452 ადამიანს ჰქონდა, 2020 წლის დეკემბერში - 48 546 პირს. ზრდა – 20,4%.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2021 წლის დეკემბერში სოციალური დახმარების მიმღები 70 617 ადამიანი იყო, 2020 წლის დეკემბერში - 52 045. ანუ, გაიზარდა 35,7%-ით.

2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო. ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა.
Print