ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო, იმერეთის, ლენტეხისა და ლეჩხუმის გზებზე ისევ შეზღუდვებია
FaceBook
დიდთოვლობის გამო, იმერეთის, ლენტეხისა და ლეჩხუმის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული არც ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზეა.აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერის გზაზე მოძრაობა ნებადართულია.

მოძრაობა შეზღუდულია ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა შეზღუდულია საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე,ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე.

შეზღუდვები ასევე დაწესებულია ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას, ბაღდათი-საირმეს გზაზე,ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Print
თეგები: #გზა