ახალი ამბები
პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს
FaceBook
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტს, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს, კვირის ბოლომდე წარუდგენს.

ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილნი არიან თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილმა თამარ ჟვანია გასული წლის 2 აგვისტოს შეცვალა.
Print
თეგები: #ცესკო