ახალი ამბები
პროტესტი გრძელდება - სოციალური აგენტები მეორე დღეა გაფიცულები არიან
FaceBook
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი დღესაც  გრძელდება.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ უწყების მიერ წარმოდგენილი ხელფასების მატების გეგმას არ ეთანხმებიან და ისინი ანაზღაურების არა მიზერულად, არამედ 100%-ით გაზრდას ითხოვენ. 

"წარმოგვიდგინეს ბრძანება ხელფასების გაზრდაზე მაგრამ ეს ჩვენისთვის არ არის  საკმარისი. სამუშაოს მანამდე არ დავუბრუნდებით, ვიდრე მოთხოვნების არ იქნება შესრულებული. პროტესტი გრძელდება "
, - ამბობს ზესტაფონის რაიონული მომსახურების სააგენტოს უფროსი აგენტი ნინო ბოჭორიშვილი. 

მისი თქმით, დღის განმავლობაში კიდევ ელოდებიან კოლეგების მხრიდან პროტესტის მასშტაბების ზრდას. 

იმერეთის რეგიონში, სოციალური მომსახურების სერვის-ცენტრის 146 თანამშრომლიდან 35 გაიფიცა. 

ზესტაფონი, ქუთაისი, თერჯოლა ხარაგაული, ბაღდათი -  ამ მუნიციპალიტეტებში აგენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად სამსახურში არ მივიდა. 


ხელფასების გაორმაგების, უფასო დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გაზრდის მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით  400-მდე  აგენტი 17 იანვარს გაიფიცა.

ამის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის ხელფასების ზრდა თებერვლიდან დააანონსა.


ამავე თემაზე:


Print