ახალი ამბები
ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე
FaceBook
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივების თქმით, ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.  არსებული ინფორმაციით, მოზარდი ექიმთან მიჰყავდათ. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე  გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
Print