ახალი ამბები
"სპეციალურად დავტოვეთ" - თეთრი ხიდი ისევ გაუწმენდავია
FaceBook
თეთრ ხიდზე გადაადგილება ისევ საფრთხის შემცველია. მერიის შესაბამის სამსახურს ხიდის საფარი თოვლისგან არ გაუწმენდია.


"სპეციალური სერვისების'' თანამშრომლებმა თოვლისგან ხიდის მხოლოდ მარჯვენა და მარცხენა ნაწილი გაასუფთავეს, დანარჩენი ტერიტორია კი ჯებირებით შემოღობეს, თუმცა, არ გაწმინდეს.

ააიპ ,,სპეციალური სერვისების'' პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ხიდის იმ ნაწილზე, სადაც მინის საფარია, თოვლი სპეციალურად დატოვეს.

,,სპეციალურად არის დატოვებული, რადგან მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მინის ზედაპირზე გადასვლისაგან'', - ამბობს გიორგი მჟავანაძე.

მისი თქმით, ქალაქის მასშტაბით მოძრაობა თავისუფალია და თოვლის პირობებში გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.
ქუთაისში, თეთრ ხიდზე გადაადგილების პრობლემა მცირე ნალექის დროსაც იქმნება.

Print
თეგები: #თეთრი ხიდი