ახალი ამბები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი დაიწყო
FaceBook
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი დაიწყო.

"ქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი უახლოეს დღეებში დასრულდება",
- განმარტავენ ააიპ "ქუთაგანათების სერვისში". 

მთავარი ნაძვის ხე 20 დეკემბერს აინთო. 

ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯა.

სოლიდური თანხის დახარჯვის მიუხედავად, წელსაც, საახალწლო განწყობა მხოლოდ ქალაქის ცენტრში იგრძნობოდა.
Print